- ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.