- შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სხვადასხვა დროს იყო თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეც.