შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *