შსს – დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა

  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

შსს ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

„ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *