- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ყირგიზეთის, ირანის, რუსეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის ტაჯიკეთის, ბანგლადეშის, ერაყის – ჯამში 26 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.