- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.დ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“პატრულ – ინსპექტორებმა ა.დ. მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 10 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.