ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

  • საარჩევნო  ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც  შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები  ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტიურად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით, შეუფერხებლად, მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია საერთაშორისო ვენდორ კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების პროცესი.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ კომპანია „Pro V&V”-ს, რომელმაც უკვე მეორედ, პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც  აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.  

და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება.

ყველა მონაწილე მხარის მიერ ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურაა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის არჩევნები კომპლექსური პროცესია. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი. ტრადიციულ უბნებზე ხელით დათვლის შედეგები ასევე განთავსდება ვებგვერდზე, მანამდე კი წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს.

წარმოგიდგენთ პროპორციულ შედეგებს დედაქალაქის შემთხვევაში – 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი.

თბილისი პროპორციული

პარტიის ნომერიპარტიის დასახელებაშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1„მამული, ენა, სარწმუნოება“30201.019
3„კონსერვატორები საქართველოსთვის“128114.321
5„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“17200.58
7„თავისუფალი საქართველო“  26470.893
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“31511.063
9ძლიერი საქართველო-ლელო  2980710.054
11„საქართველო“  9430.318
12მწვანეთა პარტია  19060.643
14„სახალხო ხელისუფლება“  7610.257
25„გახარია საქართველოსთვის“  94833.199
36გირჩი  222307.498
41ქართული ოცნება20798570.155

თბილისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თეიმურაზ ბოკელავაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“22430.763
3ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“121104.121
7კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო“43131.468
8ოთარ ჭითანავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“25940.883
9ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო-ლელო3661212.459
11გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“12990.442
12გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია22890.779
36იაგო ხვიჩია გირჩი221227.528
41კახა კალაძე ქართული ოცნება21028071.557

რუსთავი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
25თამარ კეკენაძე „გახარია საქართველოსთვის“27178.067
41ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება3096291.933

ქუთაისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
11გიორგი ამაღლობელი „საქართველო“26866.293
25პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“34448.07
41დავითი ერემეიშვილი ქართული ოცნება3654985.637

ფოთი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
41ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება13474100

ბათუმი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თამარ მიქელაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“12322.354
5ზვიად კვირიკაძე „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“22354.271
25გოჩა გუგუნავა „გახარია საქართველოსთვის“544410.402
41გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება4215680.55
42კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი12682.423

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *