ხაშურში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

  • ძლიერი ქარის შედეგად, ხაშურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და წაიქცა ხეები. ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდზე ვრცელდება.

უწყების ცნობით, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და უწყებები. მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 0368 24 15 02.

“რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *