ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 12 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

“ორ შემთხვევაში კი, მოქალაქეები, ჯამში, 5,7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *