ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

  • სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 15 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულებმა დაზარალებულს დანებით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *