„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

  • 7 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, სატუმბოს სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ოქტომბერს, დღის 14:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გოგებაშვილის ქუჩას და შესახვევებით, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის და ჟვანიას ქუჩებს, რჩეულიშვილის ქუჩას, ჩიხებს და შესახვევებს, რ.ჯაფარიძის ქუჩას და შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *