- საქართველელოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 15 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება.
სამინისტროს ცნობით, პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
16 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობა იწყება გორის, თელავის, ყვარლის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალქალაქის, ახალციხის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, ტრიბუნები მაყურებელებისთის და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა – გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

