150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, საცხოვრებელი კორპუსი შენდება

  • 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, 10-სართულიანი კორპუსის 8 სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში, ბორჯომში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.

დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები ბორჯომის პარალელურად, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *