- 2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში.
წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

