- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.