- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ერთ-ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მემორიალთან მომხდარ ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
წყარო

