9 აპრილის მემორიალთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის არის დაკავებული

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ერთ-ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მემორიალთან მომხდარ ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *