სეს: დაბა ოჩხამურში სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს, ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა.

სურსათის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, 700 ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *