მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება.

ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენ გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები, ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს.

ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს!“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *