- თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ელენე ხოშტარიას საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს. ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.