ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს სოფლის ამბულატორიებს 15 სოფელში აშენებს

  • ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში, ახალი ამბულატორიები უკვე გაიხსნა, სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *