- იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევები 5 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, სახელწმიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდნენ.
“ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში. ვინაიდან, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.