- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მალხაზ ჩიტაია წარუდგინა.
სასწავლო ცენტრში გამართული შეხვედრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი წარმოადგენს უწყების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხაზი გაესვა სასწავლო ცენტრის პრესტიჟის ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების მომზადების მნიშვნელობას, რომლებიც თავისი პროფესიული ცოდნით, შეუერთდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რიგებს.
მამუკა მდინარაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ პირველ მოადგილესთან ლაშა მაღრაძესთან ერთად დაათვალიერა სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ავრცელებს