სუს-ი განცხადებას ავრცელებს

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი „კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა“.

სუს-ის ცნობით, შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით. დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა. მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *