- საფრანგეთის ექს პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს.
ექს პრეზიდენტის სახლთან დილიდან შეკრებილები იყვნენ მისი მომხრეები, რომლებმაც ის მხარდამჭერი შეძახილებით – ,,ნიკოლა!” და ტაშით გააცილეს.
სარკოზი სახლიდან ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად გამოვიდა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა.
ნიკოლა სარკოზი დღეიდან 5-წლიანი სასჯელის მოხდას პარიზის La Santé Prison-ში დაიწყებს.