თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

  • თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მედიას განუცხადეს, რომ ლაშა ჯოხაძემ გადაწყვეტილება საკუთარი განცხადების საფუძველზე მიიღო.

ინფორმაციისთვის: თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე 2020 წელს დაინიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *