ბაკურიანი-წაღვერის სატყეოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

  • სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

“ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, რეგიონული სატყეო სამსახურები სრულადაა აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით. მონიტორინგს, დრონებთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერების საშუალებას იძლევა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *