პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შძენა, შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართელოს პროკურატურა ავრცელებს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი შაშხანა, 777 ერთეული საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება, რასაც უკანონოდ ინახავდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლებში, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული აგრეთვე უკანონოდ ატარებდა პისტოლეტს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერები ამოიღეს, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *