პოლიციამ აჭარაში 2 პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული  ა.თ.  ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს  ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში  დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფომაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *