- შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორები წარუდგინა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ირაკლი ფიფიას და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ივანე მჭედლიშვილს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, რონი მესხმა დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

