სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს 

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე  – 1989 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულის კუთვნილი სამგზავრო ჩანთაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *