- ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.
პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
ბრალდების მხარე ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროცესს არ დასწრებია ოთარ რომანოვ ფარცხალაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით ის რუსეთში იმყოფება.
წყარო

