შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “ბიბისის” წინააღმდეგ საჩივარი მომზადებულია

  • საჩივარი მომზადებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ვადა სარჩელის შესატანად და აუცილებლად შევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„შესაბამისად ჩვენ უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე BBC აღიარებს იმას, რომ ის სიუჟეტი იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია. თუ არ აღიარებს მაშინ სხვა ინსტანციებს მივმართავთ. მარტივია რასაც ვითხოვთ, იყო მანიპულაციური სიუჟეტი და შესაბამისად ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება ამ ყველაფერს ნახავთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბროთ შინაარსი რა იქნება. როცა გასაჯაროვდება, მაშინ იქნება ცნობილი. არის შესაბამისი პროცედურები. პირველი ეს გახლავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელი ისტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. თუ საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან, ვნახოთ ამ შემთხვევაში მაინც როგორ სტანდარტს დაიცავენ. შემდეგ არის შემდეგი ინსტრუმენტები: მარეგულირებელი კომოსია და სასამართლო, მათ შოროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით რომლითაც საჭიროა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *