პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი – 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005 წელს დაბადებული ვ.ს. და 1997 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს 1997 წელს დაბადებულ მ.ხ.-ზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე  დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *