სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ზ.ე. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.  პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *