- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.
“დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

