საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ერტ პირი დააკავა

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

„დაკავებულმა ა.გ-მ 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, რაზეც იგი გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *