სეს – Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.

სურსათს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული პარტიებია:

▪️ Picot 1 400G – 8000003312;

▪️ Picot 1 800G -8000003297;

▪️ Picot 2 800G -8000003280.

“სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.

შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ.

ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) – Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *