მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ნათქვამია შსს ინფორმციაში.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის, ინდოეთის, კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომალის, ჩინეთის და  სხვა სახელმწიფოების – ჯამში 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *