საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის,  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე , 1999 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი შ.რ. და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მ.ყ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

“სამართალდამცველებმა თბილისში,  დაკავებულების პირადი  ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალებები,  მათ შორის: „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *