იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • პოლიციამ იმერეთში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ყაჩაღობის ბრალდებით – 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს, ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ხ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *