- ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყებს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული. მომზადდება განმეორებადი პროექტის მოდელი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გამოიყენება.
სკოლაში, პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სამასწავლებლო, სამედიცინო კაბინეტი და კვებისთვის განკუთვნილი სივრცე.

