- სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) არაგეგმურად შეამოწმეს. ფიზიკური პირი, ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
სეს-ის ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

