ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

  • დღეს, 17 ივნისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც.

სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *