- დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება.
„დღეს, 3 ივნისს, 12:00 საათზე, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენად,“ – აღნიშნულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტო: წყარო

