- დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, არმატურით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა დაამუხრუჭა, რა დროსაც არმატურა, რომელიც მანქანით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და სატვირთოს კაბინას დაეცა. შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

