ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

  • ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 – სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 – სამცხე-ჯავახეთში, 3 – რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 – ქვემო ქართლის რეგიონში,  12 – მცხეთა-მთიანეთში, 5 – გურიაში, 8 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 – კახეთში, ხოლო 3 – შიდა ქართლის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.

ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი: იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ასევე, გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  391 ფაქტი.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *