გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

  • 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე -. წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *