მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 107 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელ, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3300-მდე პირი”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *