პოლიციამ თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა. ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრეცლებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *